ინფრასტრუქტურა
სოფელ არაშენდაში წყლის ჭაბურღილი შენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში წყლის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც speqtri.ge-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს,  სამუშაოებისთვის 90 539 ლარია გათვალისწინებული. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.

მერიაში ამბობენ, რომ ახალი ჭაბურღილიდან სოფლის ცენტრალური უბანი მომარაგდება და 250 -მდე ოჯახის წყალმომარაგება გაუმჯობესდება.

| Print |
FaceBook Twitter Google