ინფრასტრუქტურა
რომელი ქუჩები და კორპუსის ეზოები მოასფალტდება გურჯაანში მიმდინარე წელს
მიმდინარე წელს ქალაქ გურჯაანში ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია და რამდენიმე კორპუსის ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, თანადაფინანსებაში შედის ადგილობრივი თვითმმართველობაც 13.5%-ით.
-„კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 275 585 ლარი დაიხარჯება, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ქვაფენილის შემდეგ მონაკვეთზე დაიგება ასფალტი, რისთვისაც 126 327 ლარია გათვალისწინებული. მარჯანიშვილის ქუჩის მოასფალტებას 165 545 ლარი მოხმარდება, შარტავას ქუჩას - 136 511 ლარი, ფარნავაზის ქუჩას - 324 475 ლარი, ბელიაშვილის ქუჩასა და ჩიხს -171 259 ლარი. აღნიშნული გზები სრულად ამორტიზებული იყო და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით ხდება რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მოასფალტდება რამდენიმე ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლების ეზოებიც. ესენია: კოსტავას 29, 31, 33 ნომრები, თამარ მეფის #10 და #12 , გურამიშვილის #20 და # 24, სანაპიროს # 8 და #10, ფარნავაზის #8 და #10 . ამისთვის 154 998 ლარი დაიხარჯება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია ვაჟა ფშაველასა და მარჯანაშვილის ქუჩებზე.

| Print |
FaceBook Twitter Google