ინფრასტრუქტურა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ჭაბურღილები მოეწყობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ტიბაანში, ვაქირსა და ანაგაში ახალი ჭაბურღილების, წყლის ქსელებისა და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ჯამში სულ 284 445 ლარი დაიხარჯება. 

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google