ინფრასტრუქტურა
სოფელ ველისციხეში გზის რეაბილიტაციისთვის 339 853 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 966 მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ასრულებს.
-"რეაბილიტაცია 24 ივლისს დაიწყო,  პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 339 853 ლარს შეადგენს. ღვინის ქარხანასთან მთავრდებოდა ასფალტი და ყვარლის გზის შემაერთებელი მონაკვეთი დაზიანებული იყო. ახლა სწორედ ეს მონაკეთი მოასფალტდება, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და თანადაფინანსებაში 13.5%-ით ადგილობრივი ბიუჯეტი შედის " -აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა. 

მისივე თქმით, რეაბილიტაცია  21 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google