ინფრასტრუქტურა
თელავში, გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლები გზის მოასფალტებას ითხოვენ
თელავში, გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლები გზის მოასფალტებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, გზა იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება ფეხითაც კი უჭირთ.
"წლებია უკვე ეს გზა ასეა, ფეხით გავლას ვინ ჩივის, მანქანებიც ფუჭდება. ცუდ ამინდში ხომ საერთოდ საშინელებაა, გარეთ გასვლა აღარ გვინდა. ზემოდან მომავალი ნიაღვარი ჩამორეცხავს ხოლმე აქაურობას, ნაგავი, ქვა-ღორღი გროვდება." - ამბობენ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით,  აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი მას შემდეგ დაიგება, რაც წყლის სისტემის მოწესრიგება დასრულდება. 

"გზების მოასფალტება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და სხვადასხვა ქუჩებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ გრიბოედოვის ქუჩას, რეაბილიტაციას მას მერე დავიწყებთ, რაც წყლის გაყვანილობის სამუშაოები დასრულდება. მომავალ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ამ ქუჩის მოასფალტება." - განაცხადა ნარეკლიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google