ინფრასტრუქტურა
არხილოსკალო-სამთაწყაროს გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არხილოსკალო-სამთაწყაროს გზის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ speqtri.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
-"სამუშაოები ორ ლოტად მიმდინარეობს. ერთია არხილოსკალო-სამთაწყაროს მონაკვეთი და მეორე გუმბათი-ხირსა-ენამთა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გუმბათი-ხირსა-ენამთის შვიდკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბიიტაციისთვის 3 888 000 ლარია გათვალისწინებული და სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც შეეხება სამთაწყარო- არხილოსკალოს, აქ ექვსი კილომეტრია და რეაბილიტაციისთვის 4 127 000 ლარია განსაზღვრული. ვაფორმებთ ხელშეკრულებას და სამუშაოებს გაზაფხულზე დავიწყებთ, "- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციითვე, გუმბათი-ხირსა-ენამთის გზის რეაბილიტაცია ცხრა თვის, ხოლო არხილოსკალო-სამთაწყაროს მონაკვეთის მშენებლობა რვა თვის ვადაში უნდა დასრულდეს.




| Print |
FaceBook Twitter Google