ინფრასტრუქტურა
დედოფლისწაროში რუსთაველის ქუჩისა და სოფელ სამრეკლოში შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
რეგიონული განვითარების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ორი პროექტია დაფინანსებული. ამის შესახებ speqtri.ge-ს მერის პირველმა მოადგილემ დავით ფხოველშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამუშაოების შესასრულებლად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

-„სოფელ სამრეკლოში შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ქალაქ დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩასა და ასევე რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. მთლიანობაში მოთხოვნა გვაქვს 3 339 876 ლარზე, ამჟამად პროექტები შესყიდვის პროცესში ვართ. რომელ პროექტსაც შევისყიდით, პარალელურად ვაგზავნით რეგიონული განვითარების ფონდში და გვიფინანსებენ. ამ თანხით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, მოეწყობა გარე განათება და სპორტული მოედანი, “- აღნიშნა ფხოველიშვილმა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცისთვის 319 336 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ სამრეკლოში შიდა გზის მოსაწყობად 373 990 ლარი.




| Print |
FaceBook Twitter Google