ინფრასტრუქტურა
რეგიონული განვითარების ფონდიდან ახმეტაში ამ დროისთვის 8 პროექტია დაფინანსებული
რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ დროისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში რვა პროექტია დაფინანსებული, რომელთა საერთო ღირებულება 1 499 690 ლარს შეადგენს.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა.

-„რეაბილიტაცია ჩაუტარდება დუისი-წინუბნის დამაკავშირებელ გზას, ქალაქ ახმეტაში ოდელაშვილის, ევდოშვილის, ბარათაშვილის, მარჯანიშვილისა და ახმეტის ქუჩებს. სოფელ მატანსა და აწყურში კი ჭაბურღილები მოეწყობა. პროექტების ღირებულება 1 499 690 ლარს შეადგენს. ზოგი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ზოგზე კი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერია გამოცხადებული. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდში დასაფინანსებლად მთლიანობაში 4 200 000 ლარის პროექტები უნდა წარვადგინოთ. გარკვეულ ინსტანციებს გავდივართ როგორც ექსპერტიზის, ასევე ზედამხედველობის კუთხით,“-აღნიშნა ნასყიდაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google