ინფრასტრუქტურა
სოფელ კაბალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სკოლის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. საგანმანათლებლო დაწესებულება 300 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 4 313 721 ლარს შეადგენს. -„სოფელ კაბლის #2 საჯარო სკოლაში 309 ბავშვი სწავლობს. არის როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული სექტორი. ბავშვებს განათლების მიღება ერთსართულიან შენობაში უწევთ, ძალიან ძველი ნაგებობაა, მართალია კატასტროფული მდგომარეობა არ არის, მაგრამ ორ ცვლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ამ საკითხზე ვისაუბრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან. რაკი არის საშუალება და შესაბამისი ადგილიც სოფლის ტერიტორიაზე, ახალი სკოლის აშენება ნამდვილად სასიხარულოა. როგორც გეგმაშია გაწერილი, სკოლის მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს,“- განუცხადა speqtri.ge-ს ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ჩიკვაიძემ.

ტენდერის პირობების თანახმად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილი იქნება ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და კვების ბლოკით. 



| Print |
FaceBook Twitter Google