ინფრასტრუქტურა
შაშიანში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 800 მეტრამდე სიგრძის გზა.
ასევე მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.

აღნიშნულ სამუშაოებზე 611 611 ლარი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google