ინფრასტრუქტურა
დედოფლისწყაროში მრავალფუნქციური სტადიონი ეწყობა
დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩაზე მრავალფუნქციური სტადიონი შენდება. პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები უნდა მოეწყოს და ატრაქციონები დამონტაჟდეს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
-"ეს სტადიონი, რისი რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, კომუნისტების დროს მოეწყო. ბოლო პერიოდში ძალიან შეილახა, ბავშვებს გართობის და სპორტით დაკავების საშუალება აღარ ჰქონდათ. გასულ წელს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა, მაშინ დავპირდით სტადიონის აღდგენას. არა მხოლოდ საფეხბუღთო მოედანი, არამედ მთელი კომპლექსი კეთდება"- აღნიშნა speqtri.ge-სთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის 200 000 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. 


| Print |
FaceBook Twitter Google