ინფრასტრუქტურა
დედოფლისწყაროს ექვსი სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული გარემოთი შეხვდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული გარემოთი შეხვდება. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი ახლაც მიმდინარეობს.

ოთხი სკოლის რეაბილიტაციისთვის 360 000 ლარი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო, ორი სკოლის რეაბილიტაცია კი მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

-"სკოლებზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაში გადმოვიდა.  სოფელ ხორნაბუჯის სკოლაში შეიცვალა კარ-ფანჯარა, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო. შენობაში, სადაც ცენტრალური გათბობაა, ძველი კარ-ფანჯრის გამო სითბოს შეკავება ვერ ხერხდებოდა. სამუშაოები მიმდინარეობს დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში, სადაც საპირფარეშოები კეთდება, შშმ პირებისთვის შეიქმნება ადაპტირებული გარემო, მოეწყობა სახურავი და ჩატარდება შიდა სამუშაოებიც. არბოშიკის სკოლაში კი დამატებითი საკლასო ოთახები კეთდება. სასწავლო წლის დაწყებამდე ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება ქვემო ქედის სკოლაშიც,"-აღნიშნა  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა speqtri.ge-სთან.

გარდა ამისა, მილენიუმის პროექტის ფარგებში სოფელ გამარჯვებისა და სოფელ ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ორივე საგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.


ამავე თემაზე:
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ექვსი საჯარო სკოლა რეაბილიტირდება
კახეთში წელს ხუთი სკოლის მშენებლობა დაიწყება
| Print |
FaceBook Twitter Google