ინფრასტრუქტურა
ვისი პრეროგატივაა გურჯაანში განათების ბოძის აღდგენა
გურჯაანში ზუგდიდის ქუჩაზე ელექტროგაყვანილობის ბოძი უკვე რამდენიმე დღეა დაზიანებულია და ნებისმიერ დროს შეიძლება გადავარდეს.


იმის გასარკვევად, თუ ვისი პრეროგატივაა ამ საკითხის მოგვარება, speqtri.ge-მ მერიას მიმართა. როგორც პრესსამსახურში განმარტეს, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ააიპი მუნიციპალურ სერვისს ეკუთვნის. თუმცა მუნიციპალურ სერვისშიც განაცხადეს, რომ ეს არც მათი კომპეტენციაა.


საკითხის გასარკვევად, ჩვენ ასევე მივმართეთ ენერგოპროჯორჯიას. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, საყრდენი ბოძი მათი არ არის, თუმცა კომპანია დაზიანებას აღმოფხვრის და სადენებს გაასწორებს.
„ეს არ არის ენერგო პრო ჯორჯიას კუთვნილი საყრდენი, ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, თუმცა ამ საყრდენზე გადიოდა მრიცხველიდან გამავალი აბონენტის ხაზი, წესით ეს ითვლება შიდა მეურნეობად. კომპანია ვალდებულია მხოლოდ მრიცხველამდე უზრუნველყოს გაყვანილობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ხაზი, კომპანია გამოხატავს კეთილ ნებას. ამიტომ ტექნიკური ჯგუფი დაახლოები ერთ საათში მივა ადგილზე, საყრდენს დაუბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას და ხაზებსაც მოაწესრიგებს ისე, რომ უსაფრთხო იყოს მოსახლეობისთვის.“

| Print |
FaceBook Twitter Google