ინფრასტრუქტურა
სოფელ უდაბნოში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 160 068 ლარია. წინადადებების მიღების ვადა 23 სექტემბერს იწურება.

ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს.
| Print |
FaceBook Twitter Google