ინფრასტრუქტურა
თელავში კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე #5, #7 და #9 კორპუსებს.
პროექტის ღირებულება - 1 102 000 ლარია. აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.

მიმდინარე წელს დასრულდება ასევე  ჭავჭავაძის #2 კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 271 243 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბკ კონსტრაქშენ,, ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google