ინფრასტრუქტურა
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა განხორციელდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი ბაკურციხე-წნორის გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

-"ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა დაახლოებით 16 კმ. სიგრძის იქნება. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით,- აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google