ინფრასტრუქტურა
სოფელ ხორნაბუჯში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში ორმოცდაათ ბავშვზე გათვლილი, ერთსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდება.
დღეს არსებული საბავშვო ბაღი ბავშვებს ვერ იტევს. ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღის შენობას, სადაც განთავსებულია სათამაშო ოთახი, სამზარეულო და დამხმარე სათავსები, საერთო ფართით 200 კვ.მ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 18 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 892 702 ლარია. 

სატენდერო პირობების თანახმად, ახალ შენობაში განთავსებული იქნება ორი ჯგუფის ბლოკი. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი სივრცე მოიცავს: სათამაშო ოთახს, საძინებელს, გასახდელს და სველ წერტილებს. ასევე მოეწყობა დარბაზი სპორტული და მუსიკალური
აქტივობისთვის. 

საბავშვო ბაღი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი წყლით, კანალიზაციის და გათბობით-ვენტილაციის სისტემებით.

მშენებლობის ხანგრძლივობა 8 თვეს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google