ინფრასტრუქტურა
სოფელ თეთრწყლებში ცენტრალური გზა მოასფალტდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში, ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოასფალტდა 793 მეტრის სიგრძის გზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 351 000 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სერპანტინმა" განახორციელა.

| Print |
FaceBook Twitter Google