ინფრასტრუქტურა
სოფელ იყალთოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სკოლის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 970 მეტრის სიგრძეზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 749 ლარი დაიხარჯა.

გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "გზამშენმა" განახორციელა.


| Print |
FaceBook Twitter Google