ინფრასტრუქტურა
ნადიკვრის პარკში ამფითეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში მდებარე ნადიკვრის პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები ტარდება, რაც წლის ბოლომდე დასრულდება.
როგორც speqtri.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 226 800 ლარია გათვალისწინებული. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პარკში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მომავალი წლისთვის განხორციელდება.




| Print |
FaceBook Twitter Google