ინფრასტრუქტურა
კარდენახში ე.წ. ნუშების უბანში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ კარდენახში, ე.წ. ნუშების უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა სავალი გზის ნაწილი, მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.

აგრეთვე, მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახში, განხორციელდა ბავშვთა სახლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, სამუშაოები ჩატარდა ე.წ. ჩახვაანთ უბანსა და კულანჯისხევის უბანშიც. 

ჯამში ოთხივე გზის რეაბილიტაციაზე 637 618 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები  "წალენჯიხის საგზაო სამმართველომ" შეასრულა.


| Print |
FaceBook Twitter Google