ინფრასტრუქტურა
სოფელ ქვემო ხოდაშენში ტრენაჟორების დარბაზი მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ტრენაჟორების დარბაზი გაკეთდება. მერიამ ტენდერი 25 423 ლარზე გამოაცხადა.
დარბაზის მოწყობა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება. 

დამონტაჟდება სარბენი ბილიკი, ძალოსნური, ველო და ელიპტიკური ტრენაჟორები, ტენისის მაგიდა, შტანგისა სადგამი მოწყობილობა, აგრეთვე განტელების კომპლექსი.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

| Print |
FaceBook Twitter Google