2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 107 ინფრასტრუქტურული
პროექტი განახორციელა. მათ შორის არის სოფელ ჩუმლაყში ორი შიდა საუბნო
გზა: საბავშვო ბაღისკენ მიმავალი გზა და ე.წ. კოშკის უბნის მიმდებარე
გზა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,
ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 374 744
ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები
და ეზოებში შესასვლელები.
სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია
"ბლექს სი გრუპმა" შეასრულა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები