ინფრასტრუქტურა
რა გაკეთდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 2020 წელს
დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თითოეული სოფლის სასმელი წყლით მომარაგების გეგმა განიხილეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები -ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს თინათინ ძაბილაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბექა ფეიქრიშვილთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდება:

-1000 ტონიანი რეზერვუარები მოწყობა პალდოში, წიწმატიანში, დუზაგრამაში, თულარში, კაზლარში, ლამბალოში, ქეშალოსა და მუღალნოში - 80 000 ლარი;
-სოფელ თულარში და სოფელ კაზლარში სასმელი წყლის მაგისტრალისა და საუბნო ონკანების მოწყობას 450 000 ლარი მოხმარდება;
-სოფელ თოხლიაურში სათავე-ნაგებობიდან სოფლამდე სასმელი წყლის მილის მოწყობისთვის 75 000 ლარი დაიხარჯება;
-"ნასადგომარიდან" წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-550 000 ლრი;
-კოსტავას ქუჩაზე კორპუსებთან სასმელი წყლის ავზის მოწყობა-50 000 ლარი;
-სოფელ გომბორის წყალმომარაგება-85 000 ლარი;
-სოფელ მზისგულში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები-75 000 ლარი;
-სოფელი დიდი ჩაილურში 50 მ.კუბ. ტევადობის სასმელი წყლის ავზის შეძენა-მონტაჟი-25 000 ლარი;
-სოფელ ნინოწმინდაში ბასეინთან არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია-10 000 ლარი; სოფელ ნინოწმინდაში "მირმელაანთ" წყლიდან სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, ძველი სათავედან წყლის გადმოყვანა (თანხა დასაზუსტებელია);
-სოფელ წყაროსთავში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა ე.წ ბებერ წყლებთან რეზერვუარით-55 000 ლარი;
-სოფელ პატარძეულში სტადიონთან სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარით-80 000ლარი,
3 ჭაბურღილის მოწყობა დამატებით-(თანხა დასაზუსტებელია); სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის ამქაჩი ტუმბოების მოწყობა-80 000 ლარი; წყლის სისტემების რეაბილიტაცია-142 300 ლარი;
-სოფელ მანავში 2 რეზერვუარის მოწყობა, ბურდიანში ჭაბურღილის მოწყობა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ კაკაბეთში ე.წ.საბას წყალზე მილების ამოცვლა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ სათაფლეში სასმელი წყლის ჭაბურღილის რეაბილიტაცია; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ პატარა ჩაილურში სასმელი წყლის დაქსელვა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ უჯარმაში ახალი წყალშემკრების მოწყობა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ სოფელ წყაროსთავში ერთი, დამატებითი ჭაბურღილის მოწყობა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფ. შიბლიანში ჭაბურღილის მოწყობა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ ყანდაურაში წყლის გამოყვანა-დაქსელვა; (თანხა დასაზუსტებელია)
-სოფელ ვერხვიანში სათავე-ნაგებობის შემოღობვა; (თანხა დასაზუსტებელია)




| Print |
FaceBook Twitter Google