ინფრასტრუქტურა
სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახაშენში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - ახალი ამბულატორიის მშენებლობას ახორციელებს.

ახალ ამბულატორიას ექნება ოთხი ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა პანდუსი.

მოსახლეობა წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ახალი ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გუგა-2001" ასრულებს, რისთვისაც 81 400 ლარი იხარჯება.




[R]

ამავე თემაზე:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ორი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გურჯაანში რეგფონდიდან 4 მილიონ 910 ლარია განსაზღვრული

| Print |
FaceBook Twitter Google