ინფრასტრუქტურა
სოფელ კალაურისა და კარდენახის სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურისა და კარდენახის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ორივე სკოლის რეაბილიტაციიისთვის სავარაუდოდ 7 მილიონ 479 615 ლარი დაიხარჯება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, კალაურის სკოლის რეაბილიტაცია ერთ წელიწადში უნდა განახორციელოს, კარდენახის კი 9 თვეში.

რეაბილიტაცია კალაურის სკოლაში ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს ითვალისწინებს:
- მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
- ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
- ახალი საქვაბე შენობის აგება;
- გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
- სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც
დამატებულია პროექტში;
- სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების
მონტაჟი.

კარდენახის საჯარო სკოლაში კი შემდეგი სამუშაოები შესრულდება:

-მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
- ახალი საქვაბე შენობის აგება;
-გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
- სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც
დამატებულია პროექტში;
-სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების
მონტაჟი.

ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google