ინფრასტრუქტურა
ძველი ანაგის სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 2 მილიონ 96 315 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით შემდეგი სამუშაოები განხორციელდება:

-მთავარი შენობის რეაბილიტაცია;
- ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა;
-ახალი საქვაბე შენობის აგება;
-გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
-სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანპორტო გზის, რომელიც დამატებულია პროექტში;
-სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟი.

აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

| Print |
FaceBook Twitter Google