ინფრასტრუქტურა
სოფელ თეთრწყლებში გზის მშენებლობა მიმდინარეობს
მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში: თელავში, გურჯაანში, ახმეტაში და სიღნაღში მთის ფონდის დაფინანსებით, 1 400 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ თეთრიწყლებში იმყოფებოდნენ, სადაც გზის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. 

"ვიმყოფებით თელავის მაღალმთიან სოფელ თეთრიწყლებში, სადაც 500 000 ლარამდე ღირებულების გზის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ყოველ წელს ასეთ სოფლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეს, ვესწრებით გზის მშენებლობის პროცესს, რომელიც გასულ წელს დაგებულ გზას შეუერთდება. ამავდროულად, ამ სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას, ახალგაზრდებისთვის მოეწყო ღია სავარჯიშო სივრცე, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მაღალმთიანი სოფლების ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით" - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google