ინფრასტრუქტურა
სოფელ სამთაწყაროს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 4 მილიონ 052 903 ლარი დაიახარჯება. ტენდრზე წინადადებების მიღება რვა ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. 





| Print |
FaceBook Twitter Google