ინფრასტრუქტურა
სოფელ ნინიგორის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
სამუშაოებისთვის 2 მილიონ 538 010 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა განახორციელოს. წინადადებების მიღება 15 ივლისს დაიწყება და  20 ივლისს დასრულდება.

რეაბილიტაციის სამუშაოები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილს:

.მთავარი შენობის რეაბილიტაცია
• ახალი ტუალეტის ბლოკის მოწყობა
• ახალი საქვაბე შენობის აგება
• გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა
• სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის სატრანსპორტო გზის, რომელიც
დამატებულია პროექტში
• სარეაბილიტაციო შენობისთვის წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების
მონტაჟი.


ამავე თემაზე:

სოფელ კალაურისა და კარდენახის სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ძველი ანაგის სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
სოფელ სამთაწყაროს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება


| Print |
FaceBook Twitter Google