ინფრასტრუქტურა
კაზლარი-თულარის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ტემში, კაზლარი-თულარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. მერიამ ტენდერი 653 592 ლარზე უკვე გამოაცხადა.
გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტო ბეტონის საფარი, პროექტი მოიცავს ეზოებში შესასვლელებისა და კიუვეტების მოწყობასაც, განთავსდება საგზაო ნიშნებიც.


ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრეულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს. ტენდერზე წინადადებების მიღების ვადა 24 ივლისს იწურება.

აღნიშნული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას უშედეგოდ ითხოვდა. აღნიშნული პრობლემა speqtri.ge-მ არაერთხელ გააშუქა.

| Print |
FaceBook Twitter Google