ინფრასტრუქტურა
სოფელ თოხლიაურში წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
მერიამ ტენდერი 94 536 ლარზე უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელს და დამატებით მოწყობა რკინაბეტონის წყალმიმღები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.


| Print |
FaceBook Twitter Google