ინფრასტრუქტურა
გურჯაანი-ზიარის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ადგილობრივი მნიშველობის გზების რეაბლიტაციას იწყებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გურჯაანი-ზიარის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთს.
გზის ეს მონაკვეთი აკავშირებს გურჯააანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს.

-"გზის ეს მონაკვეთი აკავშირებს გურჯააანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან. ამასთან, ამ ტერიტორიაზე არაერთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლები მდებარეობს. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება,"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში განხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google