ინფრასტრუქტურა
სოფელ განჯალაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. 

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ სტარტ + - მა მიიღო და ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 140 777 ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.



| Print |
FaceBook Twitter Google