ინფრასტრუქტურა
სოფელ ქვემო მაჩხაანში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში საჯარო სკოლა აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის მოსამზადებლად სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 1 მილიონ 905 230 ლარზე უკვე გამოაცხადა.
ტენდერის პირობების თანახმად,  შენობა გათვლილი უნდა იყოს 90 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

- 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია;
- დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით;
- სამასწავლებლო;
- სასწავლო ნაწილის ოთახი;
- ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით;
- ექიმის კაბინეტი;
- მანდატურის/დაცვის ოთახი;
- სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
- კვების ბლოკი-ბუფეტი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.
-ღია ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი;
-საინჟინრო შენობა-ნაგებობები.

ტენდერში გამარკვებულმა კომპანიამ სამუშაოები 15 თვის ვადაში უნდა შეასრულოს, საიდანაც 4 თვე საპროექტო მომსახურების მიწოდებისთვის უნდა გამოიყენოს,  ხოლ 11 თვე სამუშაოების შესასრულებლად.
| Print |
FaceBook Twitter Google