ინფრასტრუქტურა
წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ბაღს ახალი ჯგუფი დაემატება, რომელიც დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 526 ლარით ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,კ და გ,, ასრულებს

| Print |
FaceBook Twitter Google