ინფრასტრუქტურა
სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ე.წ. "ნასადგომარის" წყლის 700 000 ლარამდე ღირებულების პროექტი სოფლის მოსახლეობის 80% -ს სასმელი წყლით მოამარაგებს. სოფელი გიორგიწმინდა, ფერდოს უბანი, ანთოკ-მარიამჯვარი - ეს ის ლოკაციებია, რომელთა დაფარვაც სასმელი წყლის ქსელით მოხდება. სამუშაოებს კომპანია "თერგი" ახორციელებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google