ინფრასტრუქტურა
მანავის ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება 1646 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, აგრეთვე მოეწყობა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი და ბაზალტის ქვაფენილისგან 337 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება.

აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღების ვადა 14 სექტემბერს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, ისტორიული წყარეობის მიხედვით, ზოგადი ნიშნებით ციხის ძველი ფენა X–XI საუკუნეებით თარიღდება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებით.
მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრი გახლდათ. იგი გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით.

| Print |
FaceBook Twitter Google