ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გურჯაანში 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ძირითადი პრიორიტეტები: შიდა საუბნო გზები, წყლები, მინის სპორტული მოედნების და დასასვენებელი სკვერების მოწყობაა.
„პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა. მართლია ყველას ვერ დავაკმაყოფილებთ,მაგრამ შეირჩა ისინი, რაც უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა. გარდა გზებისა და წყლებისა გაკეთდება მინის სპორტული მოედნები, მოეწყობა ღია სატრენაჟორო სივრცეები, სკვერები, სპორტული დარბაზები და ა.შ. “

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ბიუჯეტში გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სოციალური პაკეტი მილიონ 875 ათასი ლარით განისაზღვრა, განათლებაზე 3 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო კულტურაზე 2 მილიონი.

| Print |
FaceBook Twitter Google