ინფრასტრუქტურა
სანაპიროს ქუჩაზე მინისტადიონი კეთდება
ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე ახალი მინისტადიონის მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, სამუშაოებისთვის 70 ათას ლარამდე დაიხარჯება.

„აქ ადრე არსებულ სტადიონზე ცემენტი იყო დასხმული. ამჟამად იგეგმება სტანდარტული მწვანე საფარის დაგება. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება ბავშვებისთვის თანამედროვე ტიპის სასრიალოები, დაიდგმება სკამები და
მოეწყობა ღია ტრენაჟორები. სამუშაოები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.“

მისივე თქმით, ანალოგიური სტადიონი კეთდება ცხრა აპრილის ქუჩაზე და სოფელ კარდენახშიც. გარდა ამისა, წელს მსგავსი მინისტადიონები მუნიცალიტეტის ექვს სოფელში მოეწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google