ინფრასტრუქტურა
კახეთის გუბერნატორმა და გურჯაანის მერმა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაათვალიერეს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„კახეთის რეგიონის მასშტაბით 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე, 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს“ - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

„სოფელ გურჯაანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოები ძირითადად სველი წერტილებისა და სამზარეულო ოთახების კეთილმოწყობას მოიცავს “ - აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.


[R]

| Print |
FaceBook Twitter Google