ინფრასტრუქტურა
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯება
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 6-კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება და მეწყერსაშიშ ზონებში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.

სამუშაოებს კომპანია შპს „სერპანტინი “ ასრულებს. სამუშაოთა მწარმოებლის, ზურაბ ჯაგოდნიშვილის განმარტებით, გზის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.
„კეთდება გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. რომელიც რაიონულ ცენტრთან 10-12 სოფელს აკავშირებს. სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი ექვსთვიანია და სავარაუდოდ, მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. გზა კეთდება საფუძვლიანად, ქვედა ნაწილში იქნება ბეტონის საფარი, ხოლო ზემოდან დაიგება ორი ფენა ასფალტი. პროექტის მიხედვით, სანიაღვრეები გათვალისწინებული არ არის. ვიწრო მონაკვეთებზე მოხდება გზის გაფართოება. ორ ადგილას მეწყერსაშიშ ზონაში გაკეთდება ქვის გაბიონები. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიდინრეობს და არანაირი შეფერხება არ გვაქვს. “

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.

| Print |
FaceBook Twitter Google