ინფრასტრუქტურა
სიღნაღში თანამედროვე სკოლების მშენებლობა გრძელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობით პარლამენტის წევრი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაინტერესდა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ორივე სკოლის სამშენებლო პროცესი ადგილზე მოინახულა.

სოფელ ძველ ანაგაში სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ ძველ ანაგელ მოსწავლეებს და პედაგოგებს სრულიად თანამედროვე ტიპის შენობა ექნებათ, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, სადაც გაკეთდება სპორტული მოედანი. მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

„სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხი, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შევეცდებით მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო სასწავლო პროცესისთვის. დღეს სიღნაღში მშენებარე სკოლები დავათვალიერე, სადაც სამშენებლო პროცესები პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა და უწყვეტად გრძელდება. მოხარული ვარ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის, ძველი ანაგის და მაშნაარის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა დახვდებათ,” - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

სოფელ ძველი ანაგის მშენებარე სკოლის დათვალიერების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა მაშნაარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, სკოლისთვის ღია სპორტული მოედანი უკვე მოეწყო და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ სკოლების სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სკოლა გასულ წელს ბოდბეში აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე, ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება ქვემო მაჩხაანშიც.

[R]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12.04.2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10.04.2024
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის (გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
12:19 / 04.04.2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 13 / 28 °C
img
დ.წყარო 9 / 23 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.