ინფრასტრუქტურა
მალე, სიღნაღში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ანაგასა და ვაქირში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სიღნაღში სასმელი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი წლების განმავლობაში ძალიან მწვავედ იდგა ყველა სოფელში, მაგრამ აღნიშნული პროექტის დაწყებამდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის სრულად გადაჭრა.

ამ ეტაპზე, თითოეულ სოფელში წყალსადენი ქსელის, საქლორატოროს, რეზერვუარების და მარეგულირებელი ურდულების მოწყობა მიმდინარეობს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იყოს.

რეაბილიტაციის პროცესი ოთხივე ლოკაციაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სოფელ ანაგასა და ვაქირში სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და აბონენტთა უმრავლესობამდე ქსელი უკვე მიყვანილია. ხოლო, ბოდბისხევსა და ჯუგაანში რეაბილიტაცია ერთი კვირიაა რაც დაიწყო. ამ სოფლებშიც, ანაგის და ვაქირის მსგავსად, ტერიტორიის სასმელი წლის სისტემით დაქსელვა, რეზვუარების და საქლორატოროს მოწყობა იგეგმება.

“ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროექტი ხორციელდება ადგილობრივებისთვის, რაც გადაჭრის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - წყლის მომარაგებას. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არა მხოლოდ სიღნაღში არამედ დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და საგარეჯოში მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პირველი ინფრასტრუქტურული პრობლემა სწორედ წყალი იყო. შესაბამისად, მათთან უშუალო კოორდინაციითა და მუშაობით შევძელით და აღნიშნული საკითხი, მალე, ოთხივე მუნიციპალიტეტში გადაჭრილი იქნება,” - განაცხადა მიმდინარე სამუშაოების მონახულების შემდეგ დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 13 სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვემო მაჩხაანს, ბოდბეს, ქვემო მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.

პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და
მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით
ეტაპზეა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
12:45 / 23.04.2021
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22.04.2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა შენდება. სამუშაოების
მიმდინარეობით პარლამენტის წევრი, გურჯაანის, საგარეჯოს,
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი
დაინტერესდა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან
ერთად ორივე სკოლის სამშენებლო პროცესი ადგილზე მოინახულა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობით პარლამენტის წევრი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაინტერესდა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ორივე სკოლის სამშენებლო პროცესი ადგილზე მოინახულა.
15:18 / 22.04.2021
სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 2021-2022
სასწავლო წელს განახლებულ შენობაში დაიწყებენ.
სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები 2021-2022 სასწავლო წელს განახლებულ შენობაში დაიწყებენ.
14:05 / 22.04.2021
სამართალი
ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
17:04 / 22-04-2021
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ლაგოდეხში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.
09:49 / 22-04-2021
ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანი-აფენის გზაზე მოხდა.
10:32 / 21-04-2021
ეკონომიკა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
12:45 / 23-04-2021
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22-04-2021
სხვა ამბები
სოფელ ხირსაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა. მოედნის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. [R]
16:05 / 23-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ფინალში ვეჯინის სკოლის გუნდი ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.
12:08 / 21-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
10:08 / 21-04-2021
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
12:20 / 19-04-2021
აპრილიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
11:27 / 12-04-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:36 / 06-05-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
USD
USD
1
3.4324
GBP
GBP
1
4.7776
TRY
TRY
1
0.4147
RUB
RUB
100
4.6319
ამინდი
გურჯაანი 8 / 27 °C
img
საგარეჯო 4 / 22 °C
img
დ.წყარო 5 / 22 °C
img
სიღნაღი 8 / 28 °C
img
ლაგოდეხი 9 / 26 °C
img
ყვარელი 8 / 27 °C
img
თელავი 6 / 24 °C
img
ახმეტა 6 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.