ინფრასტრუქტურა
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულა
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მიმდინარე პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაათვალიერა.

სამთაწყარო-ფიროსმანის საავტომობილო გზა პროექტ ,,ქუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს“ ნაწილია და მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ყველა საზღვრისპირა სოფელი ერთმანეთს თანამედროვე სტანდარტების სავტომობილო გზით დაუკავშირდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და მისი ღირებულება 5 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.



[R]


| Print |
FaceBook Twitter Google