ინფრასტრუქტურა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 24-სათიანი წყალმომარაგებისთვის 57 მილიონზე მეტი დაიხარჯება
ქალაქ დედოფლისწყაროში და მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება-ამის შესახებ მერიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

სამუშაო შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და შპს ,,კომპორტმშენ XXI”-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქ. დედოფლისწყაროს, სოფლების ხორნაბუჯისა და სამრეკლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კომპორტმშენ XXI” მომავალი თვიდან შეუდგება.

პროექტის ფარგლებში მდინარე ივრიდან ამოიტუმბება სასმელი წყალი და შესრულდება შესაბამისი ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ყველა პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგაც ქ. დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
- ესაა ისტორიული პერიოდი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ვიწყებთ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, რომელთა დასრულების შემდეგაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ეს უკვე რეალობაა, რისთვისაც დიდ მალობას გადავუხდი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 24-სათიანი წყალმომარაგებისთვის 57 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

[R]




| Print |
FaceBook Twitter Google