ინფრასტრუქტურა
ტიბაანში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, სოფელში 39 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალი, საქლორატორო და რეზერვუარი მოეწყობა, რაც შემდგომში ქსელის ექსპლოატაციას ბევრად პრაქტიკულს გახდის და მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.

პროექტის დასრულების შემდეგ 24-საათიანი წყალმომარაგებით ტიბაანში შვიდასი ოჯახი ისარგებლებს.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google