ინფრასტრუქტურა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების, საქობოსა და მაშნაარში 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო.

წყალსადენის მილებით დაქსელვის შემდეგ დაგეგმილია მარეგულირებელი ურდულების და საქლორატორის მოწყობა, რაც შემდგომში ქსელის ექსპლოატაციას ბევრად პრაქტიკულს გახდის და მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.

უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google