ინფრასტრუქტურა
ართანასა და ფშაველში სარწყავი არხი გაიწმინდა
კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა.

შპს საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

„ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობა ისარგებლებს.“ - აცხადებენ სტრუქტურაში.

მათივე ცნობით, არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა. აღნიშნული სტრუქტურა რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს.
| Print |
FaceBook Twitter Google