ინფრასტრუქტურა
ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა შენდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება. ამ ეტაპზე სკოლის შენობის ძირითადი საყრდენი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს.

საჯარო სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე და საკლასო ოთახების, კაბინეტების და ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კანცელარიის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მანდატურის ოთახის, სანიტარული კვანძის ბლოკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს.

სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა.

ახალი სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მასზე 1 848 190 ლარი დაიხარჯება.





| Print |
FaceBook Twitter Google